Accessibility links

logo-print

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სასამართლომ გამოსცა ორდერი თათართა ლიდერის დასაპატიმრებლად


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სასამართლომ გამოსცა ყირიმელი თათრების ვეტერანი ლიდერის, მუსტაფა ჯემილევის დაპატიმრების ორდერი. სიმფეროპოლში კიევის რაიონულმა სასამართლომ ორდერი გამოსცა 21 იანვარს, ჯემილევის სახელი დაამატა ძებნილი პირების სიას და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მისი საქმიანობის გამოძიება. ბრალდების დეტალები საჯაროდ არ გაუხმაურებიათ. 2014 წლის აპრილში, რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა, რუსეთის მთავრობამ ჯემილევს ხუთი წლით აუკრძალა რეგიონში შესვლა. ჯემილევი უკრაინის პარლამენტის წევრია, ისიც და ყირიმელი თათრების წარმომადგენელი სხვა აქტივისტებიც აცხადებდნენ, რომ ყირიმის მკვიდრი მოსახლეობა, თათრები, არასოდეს აღიარებენ მოსკოვის მიერ ნახევარკუნძულის ანექსირებას. 72 წლის ჯემილევი საბჭოთა პერიოდში ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტი იყო, 1966-დან 1986 წლამდე ის ექვსჯერ იჯდა საბჭოთა ციხეებში.

XS
SM
MD
LG