Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვამ მიიღო ამალ კლუნის წინადადება მისი დაცვის თაობაზე


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელმა, აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფმა ხადიჯა ისმაილოვამ, მიიღო ცნობილი ამერიკელი ადვოკატის, ამალ კლუნის წინადადება, სასამართლოში მისი დაცვა ითავოს. ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ისმაილოვამ ქებით მოიხსენია კლუნი იმისთვის, რომ თავის დროზე ის იცავდა „ალ-ჯაზირას“ კორესპონდენტის, ეგვიპტეში 2014 წელს დაპატიმრებული ჟურნალისტის ინტერესებს. ის საქმე მაშინ მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ამალ კლუნი - ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ადვოკატი - ცნობილი მსახიობის, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის მეუღლეა. მან გუშინ გამოთქვა ისმაილოვას დაცვის სურვილი. ისმაილოვას აზერბაიჯანის სასამართლომ შარშან 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბრალდებებისთვის, რომლებიც, საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, კავშირშია ჟურნალისტის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციის შემთხვევების გამოძიებასთან.

XS
SM
MD
LG