Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა გიორგი კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მათივე განმარტებით, მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

XS
SM
MD
LG