Accessibility links

logo-print

ირინე კალანდაძე გრიპის ვირუსის შესახებ


22 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირინე კალანდაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. მან ილაპარაკა გრიპის ვირუსზე - სიმპტომებზე, გავრცელების გზებზე, მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე. სპეციალისტის შეფასებით, წელს გრიპის გავრცელების თვალსაზრისით, განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება. ირინე კალანდაძემ ხაზი გაუსვა გრიპის სიმპტომების შემთხვევაში ექიმისთვის დროულად მიმართვის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, თუკი ადამიანს ორი დღის განმავლობაში სიცხის დამწევი პრეპარატის ფონზე მაღალი სიცხე უნარჩუნდება (38 გრადუსზე მეტი), მან უნდა მიმართოს ექიმს. ირინე კალანდაძემ აღნიშნა, რომ პაციენტის განსასაზღვრი არ არის - გრიპით არის ინფიცირებული, თუ გრიპისმაგვარი ვირუსით. ამას სპეციალისტი დაადგენს. მნიშვნელოვანია, ავადმყოფმა დროულად მიმართოს ექიმს და იყოს მისი მეთვალყურეობის ქვეშ, რომ თავიდან იყოს აცილებული, ან შეძლებისდაგვარად შემცირებული გართულებების რისკი. ირინე კალანდაძემ ილაპარაკა გრიპის ვაქცინის ეფექტიანობაზე.

XS
SM
MD
LG