Accessibility links

logo-print

კიშინიოვში განახლდა ანტისამთავრობო მიტინგი


მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში განახლდა ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ორი დღით ადრე დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაზე განახორციელეს შტურმი, მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა დაამტკიცეს ახალი, პროევროპული მთავრობა. 21 იანვარს 7000-მდე პირმა მოიყარა თავი სამთავრობო და პარლამენტის შენობების წინ და პროტესტი გამოხატა ახლადდამტკიცებული პრემიერ-მინისტრის, პაველ ფილიპის და მისი მინისტრთა კაბინეტის მიმართ, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტის ოფიციალურად წარუდგინეს 20 იანვარს. დემონსტრანტები ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. 20 იანვარს ათობით დემონსტრანტმა განახორციელა შტურმი პარლამენტის შესასვლელზე, მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს პაველ ფილიპი, მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე.

XS
SM
MD
LG