Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუდის არაბეთშია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი საუდის არაბეთში ჩავიდა და შეეცდება ამ ქვეყანასა და ახლო აღმოსავლეთში მის მეტოქეს, ირანს შორის დაძაბულობა განმუხტოს. კერი მონაწილეობას იღებს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის ორგანიზაციის ექვს სახელმწიფოს შეხვედრაში. ის აპირებს მოელაპარაკოს სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს შუამავლობით დაგეგმილ შეხვედრაში სირიის მთავრობის წარმომადგენლებთან. ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა თეირანში საუდის არაბეთის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, რაც მოჰყვა საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას. თურქეთში იმყოფება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელიც ასევე სირიის კრიზისზე მოელაპარაკება ანკარას.

XS
SM
MD
LG