Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთში „საპრეზიდენტო დინასტია“ იმოქმედებს


ტაჯიკეთის პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც საშუალებას მისცემს პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, შექმნას საპრეზიდენტო დინასტია. შესწორების თანახმად, 63 წლის იმომალი რაჰმონი, ადრე კოლმეურნეობის თავმჯდომარე, შეძლებს ნებისმიერი რაოდენობით იქნეს არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე. შესწორება საპრეზიდენტო კანდიდატის მინიმალურ ასაკს 35-დან 30 წლამდე ამცირებს. 2020 წლის არჩევნების დროს რაჰმონის ვაჟი, 33 წლისა იქნება და შეძლებს, კენჭი იყაროს.

XS
SM
MD
LG