Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი ფიქრობს, რომ წლის ბოლოს რუსეთის სანქციების გაუქმება შეიძლება განიხილონ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შეიძლება მოახერხოს წლის ბოლოსთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების განხილვა, თუ მოსკოვი შეასრულებს მინსკის შეთანხმების პირობებს. რუსეთს სანქციები დასავლეთმა უკრაინაში თავისი პოლიტიკის გამო დაუწესა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში გამოსვლისას, 22 იანვარს, კერიმ თქვა, რომის და ვიცე პრეზიდენტი ბაიდენი შეხვდნენ დავოსში უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რათა დახმარებოდნენ შეთანხმებების სრულად განხორციელებაში. დასავლეთი სანქციების გაუქმებას აკავშირებს მინსკის შეთანხმების შესრულებასთან, რაზეც შარშან თებერვალში, შეთანხმდნენ უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია. მინსკის დოკუმენტი გულისხმობს აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მძიმე შეიარაღების გატანას ფრონტის არეალიდან, ტყვეების გაცვლას, სეპარატისტთა ხელში მყოფ არეალში არჩევნებს და რეგიონის ფართო ავტონომიას. რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა ახლახან განაცხადა, რომ სანქციები რუსეთს ზარალს აყენებს.

XS
SM
MD
LG