Accessibility links

დონეცკში „ღორის გრიპმა 26 ადამიანი იმსხვერპლა


“H1N1” ვირუსმა, რომელსაც „ღორის გრიპს“ უწოდებენ, 26 ადამიანი იმსხვერპლა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკში, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ. რუსეთის სააგენტოების თანახმად, 30 იანვრამდე დაიხურა სკოლები, რათა დაავადების გავრცელება შეაჩერონ. გასულ კვირაში უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ვირუსმა მთელ უკრაინაში 51 ადამიანი მოკლა. „ღორის გრიპით“ არაერთი ადამიანი მოკვდა რუსეთში, ასევე სომხეთსა და ყაზახეთში.

XS
SM
MD
LG