Accessibility links

logo-print

კერი დარწმუნებულია, რომ სირიაზე მოლაპარაკება შედგება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დარწმუნებულია, რომ გაეროს ინიციატივით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკება სირიაზე, გაიმართება. ამის თაობაზე კერიმ საუდის არაბეთში განაცხადა. ის იქ იმყოფებოდა ირანის გარშემო მასპინძლებთან სასაუბროდა და სირიის ოპოზიციასთან შესახვედრად. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბარი გამართეს, გაეროს შუამავლობით, სირიის შესახებ მომავალი კვირისთვის, ჟენევაში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკების გარშემო. კერი საუდის არაბეთს სტუმრობდა და იქ შეხვდა სირიის ოპოზიციის წარმომადგენელს, რიად ჰეჯაბს, სირიის ოპოზიციის მომლაპარაკებელი კომიტეტის თავმჯდომარეს. საკითხი, თუ ვინ იქნება სირიის ოპოზიციის წარმომადგენელი, გაურკვევლად რჩება. 20 იანვრის შეხვედრაზე, კერიმ და ლავროვმა ერთობლივი განცადება გაავრცელეს და იტყობინებოდნენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ნამდვილი ოპოზიციის წარმომადგენლების დელეგაციის შექმნას. გასულ კვირას, სირიის ოპოზიციურმა ჯგუფებმა,წარმოადგინესდელეგაცია, რომლის თავმჯდომარე იქნება ისლამისტური ჯგუფი, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს, და რომელსაც რუსეთი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს. ჟენევის მოლაპარაკების დაწყება 25 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG