Accessibility links

logo-print

ჩინეთი და ირანი ურთიერთობას აფართოვებენ


ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ირანში ჩავიდა სამუშაო ვიზიტად. თეირანში ჩინელმა სტუმარმა მოლაპარაკებები გამართა პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებზე. ის შეხვდა ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის, ასავე უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. სი ძინპინი ირანში ხელს აწერს 16 ხელშეკრულებას ისლამურ რესპუბლიკასთან, სხვათა შორის, "აბრეშუმის გზის" აღორძინების შესახებ. პრეზიდენტმა როჰანიმ განაცხადა, რომ ის შეუთანხმდა ჩინელ სტუმარს, მომავალ ათ წელიწადში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის 600 მილიარდ დოლარამდე გაზრდის შესახებ. ჩინეთი ირანის ნავთობის მთავარი შემსყიდველია. სი ძინპინი ირანამდე საუდის არაბეთს და ეგვიპტეს სტუმრობდა.

XS
SM
MD
LG