Accessibility links

logo-print

ათასობით დემონსტრანტი გავიდა პოლონეთის ქალაქების ქუჩებში


ათასობით პოლონელი გავიდა ქუჩაში და დემონსტრაციები გამართეს „დემოკრატიის დაცვის“ მიზნით. ვარშავასა და სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს მთავრობის გეგმის მიმართ, გაზარდოს მოქალაქეთა თვალთვალის სფეროში თავისი უფლებები. ქვეყანაში გაიმართა ასევე კონტრ-დემონსტრაციები, რომელთა მესვეურებს საპროტესტო აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში გავრცელებულ კარიკატურებზე ევროკავშირის მარიონეტებად ჰყავდათ გამოსახული.

XS
SM
MD
LG