Accessibility links

სირიის აღმოსავლეთში საჰაერო იერიშის დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა


სირიელი აქტივისტების თანახმად, 63 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი, ემსხვერპლა საჰაერო იერიშს, რომელიც განხორციელდა, სავარაუდოდ, რუსეთის თვითმფრინავების მიერ. ბრიტანეთიდან მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო ჯგუფის თანახმად, 23 იანვარს დაიბომბა სოფელი, ხაშამი, რომელსაც ექსტრემისტული არმია „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ამ ცნობის დამოუკიდებელ წყაროების მიერ დამოწმება შეუძლებელია. „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშია ნავთობით მდიდარი, დეილ ალ-ზურის პროვინცია. გასულ კვირაში „ისლამურმა სახელმწიფომ“იერიში წამოიწყო სირიის სამთავრობო ჯარის წინააღმდეგ დედაქალაქ, დეირ ალ-ზურთან. რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა და სექტემბრის შემდეგ, როგორც აცხადებს,ბომბავს ექსტრემისტული გაერთიანებების პოზიციებს.

XS
SM
MD
LG