Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ათასობით ადამიანი მოითხოვს მთავრობის გადადგომას


ათასობით ადამიანი გავიდა მოლდავეთის დედაქალაქის, კიშინიოვის ქუჩებში და მოითხოვა ახლახან არჩეული მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები. საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორები არიან პრორუსული პარტიები და ევროკავშირის მომხრე ანტიკორუფციული მოძრაობა. დაგეგმილი იყო ასევე მთავრობის მომხრეთა დემონსტრაცია, რომელიც გააუქმეს შეტაკებების თავიდან ასაცილებლად. კიშინიოვის ქუჩებში გასულები გაჰყვიროდნენ რუმინულ და რუსულ ენებზე, „ჩვენი ქვეყანა დაგვიბრუნეთ!“,„მოქალაქენო, შეერთდით!“. დასავლეთის სააგენტოების თანახმად, დემონსტრანთა რიცხვი 15 ათასამდე იყო. მოლდაველთა ნაწილი უკმაყოფილოა კორუფციით, დასავლეთი, აშშ, ევროკავშირი და მოლდავეთის ახლო მეზობელი, რუმინეთი მზად არიან ამ, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის და მოითხოვენ რეფორმების გატარებას.

XS
SM
MD
LG