Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღების პირობები წამოაყენა


ავღანეთის თალიბანმა წარმოადგინა ნუსხა მოთხოვნებისა, რომელთა შესრულების შემთხვევაში მიიღებს ის მხოლოდ მონაწილეობას ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებაში, რომლის მიზანია დასრულდეს ამ ქვეყანაში 15-წლიანი ომი. ისლამისტი შეიარაღებული გაერთიანება მოითხოვს, გაათავისუფლონ პატიმრები, ამოიღონ თალიბანი გაეროს „შავი სიიდან“, მოუხსნან გაყინვა მის საბანკო ანგარიშებს, სავიზო რეჟიმი დაჯგუფების ლიდერებს და ოფიციალურად აღიარებულ იქნეს პოლიტიკური სტატუსი. 24 იანვრის განცხადებაში თალიბანი წერს, რომ ეს არის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მშვიდობისათვის, მათ გარეშე მშვიდობისკენ სვლა წარმოუდგენელია, დასძენს ისლამისტური გაერთიანება. მისი მოთხოვნები გამოქვეყნდა მას მერე, რაც თალიბანის წარმომადგენლები შეხვდნენ ავღანეთის ყოფილ ოფიციალურ პირებს ყათარში. ეს შეხვედრა მოაწყო ნობელის მშვიდობის ლაურეატმა, ორგანიზაცია „პუგვაშის მეცნიერების და მსოფლიოს საქმეთა კონფერენციამ“.

XS
SM
MD
LG