Accessibility links

logo-print

ირანი და ჩინეთი ვაჭრობას 600 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან


ირანის პრეზიდენტმა, როჰანიმ განაცხადა, რომ ირანი და ჩინეთი მომავალ ათ წელიწადში ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობას 600 მილიარდ დოლარამდე გაზრდიან. ეს მან ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. სი ძინპინი თეირანში, სადაც მან 17-მდე ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი, შეხვდა ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, რომელმაც, ცნობით, განაცხადა, რომ თეირანი ესწრაფვის ურთიერობები იქონიოს დამოუკიდებელ ქვეყნებთან, რადგან ირანელები არასოდეს ენდობოდნენ დასავლეთს.

XS
SM
MD
LG