Accessibility links

logo-print

პოროშენკო: მინსკის შეთანხმების ჩაშლა რუსეთთან სრულმასშტაბიან ომამდე მიგვიყვანს


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გააფრთხილა უკრაინელი პოლიტიკოსები, რომ მინსკის შეთანხმების ჩაშლა უკრაინას რუსეთთან სრულმასშტაბიან ომამდე მიიყვანს. ამის თაობაზე გაფრთხილება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა კიევში, ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრაზე, 23 იანვარს. იმ ძალებმა, რომლებიც, რადაც უნდა დაუჯდეთ, მინსკის შეთანხმების „ჩაძირვას“ ცდილობენ და საკონსტიტუციო პროცესს ებრძვიან, ამ ქმედების შედეგი უნდა გააცნობიერონ, თქვა მან. მისი სიტყვები მიმართული იყო „დეცენტრალიზაციის“ კანონპროექტის მტრებისკენ. ეს კანონი უკრაინამ უნდა მიიღოს მინსკის შეთანხმების შესაბამისად. შეთანხმების განხორციელება მნიშვნელოვანია კიევისთვის, რადგან მის მიხედვით აღდგება კიევის კონტროლი აღმოსავლეთ საზღვრებზე რუსეთთან, რომელიც მხარს უჭერს სეპარატისტებს კონფლიქტში, რომელმაც დღემდე ცხრა ათასი ადამიანი შეეწირა. პარლამენტმა წინასწარ მიიღო კანონი, მაგრამ მის დამტკიცებას დეპუტატთა ორი მესამედის თანხმობა სჭირდება. პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ კანონს წლის პირველ ნახევარში დაამტკიცებენ.

XS
SM
MD
LG