Accessibility links

აშშ-ში დიდთოვლობის გამო აღმოსავლეთი სანაპირო პარალიზებულია


აშშ-ში დიდთოვლობამ გამოიწვია აღმოსავლეთი სანაპიროს პარალიზება. უამინდობის გამო მომხდარ საგზაო ავარიებს 18 ადამიანი ემსხვერპლა. 11 შტატშია გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. დარღვეულია სატრანსპორტო კავშირი ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ფილადელფიაში. დიდმა თოვლმა ბევრ სანაპიროზე გამოიწვია წყალდიდობა. სხვადასხვა აეროპორტში გაუქმებულია შვიდი ათასამდე რეისი. ათეულ ათასობით ოჯახი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. მოელიან, რომ 24 იანვარს ამინდი შედარებით გამოსწორდება.

XS
SM
MD
LG