Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ათასობით ადამიანი მოითხოვდა მთავრობის გადადგომას


ათასობით ადამიანი გავიდა მოლდავეთის დედაქალაქის, კიშინიოვის ქუჩებში და მოითხოვა ახლახან არჩეული მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები. საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორები არიან პრორუსული პარტიები და ევროკავშირის მომხრე ანტიკორუფციული მოძრაობა. დაგეგმილი იყო ასევე მთავრობის მომხრეთა დემონსტრაცია, რომელიც გააუქმეს შეტაკებების თავიდან ასაცილებლად. კიშინიოვის ქუჩებში, ათ გრადუსიან ყინვაში გასულები გაჰყვიროდნენ რუმინულ და რუსულ ენებზე, „ჩვენი ქვეყანა დაგვიბრუნეთ!“,„მოქალაქენო, შეერთდით!“. დემონსტრანთა რიცხვი, პოლიციის თანახმად, 16 ათასამდე იყო. დემონსტრანტებმა, როგორც მათ განაცხადეს, გამაფრთხილებელი ფორმით, გადაკეტეს კიშინოვის ერთ-ერთი შესასვლელი მაგისტრალი. მოლდაველთა ნაწილი მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს. დასავლეთი, აშშ, ევროკავშირი და მოლდავეთის ახლო მეზობელი, რუმინეთი მზად არიანახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის და მოითხოვენ ევროკავშირის რეფორმების გატარებას.

XS
SM
MD
LG