Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფინანსთა უწყება ეკონომიკის დასახმარებლად 1,7 მილიარდ დოლარს გამოყოფს


სააგენტო როიტერის ცნობით, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს 135 მილიარდ რუბლს (1,7 მილიარდ დოლარს) ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად, ანტიკრიზისული გეგმის კანონპროექტის მიხედვით. ცნობით, დამატებით ხუთ მილიარდამდე დოლარის გაღებაა გათვალისწინებული სოციალურ უკმაყოფილების შესაჩერებლად, რაც რუბლის გაუფასურებამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს რიგით მოქალაქეებში. რუსეთის ეკონომიკა შეასუსტა ნავთობის ფასის დაწევამ და დასავლეთის სანქციებმა უკრაინაში პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG