Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი: საუდის არაბეთთანაშშ-ის მეგობრობა ასე მჭიდრო არასოდეს ყოფილა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მეგობრობა საუდის არაბეთთან არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო. კერის თქმით, ორი ქვეყანა დაასრულებს ომებს სირიასა და იემენში. კერიმ ეს განაცხადა რიადში თავისი ვიზიტის დასრულებისას. მისი თქმით, საუდის არაბეთთან მეგობრობა არ შეცვლილა ირანთან ბირთვულ სფეროში მიღწეული შეთანხმების გამო. საუდის არაბეთი ირანს რეგიონულ მეტოქედ განიხილავს. კერიმ, მისი თქმით,საუდის არაბეთის მმართველებთან განიხილა სირიაში ომის დასრულების გზები და იემენში მშვიდობის დამყარებისთვის „ახალი იდეები“. იემენში საუდის არაბეთი ებრძვის შიიტ მეამბოხეებს, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს.

XS
SM
MD
LG