Accessibility links

logo-print

უკრაინის პრემიერი რეფერენდუმისკენ მოწოდებით გამოვიდა


უკრაინის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს რეფერენდუმი ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის შესახებ. 24 იანვარს ტელევიზიით გამოსვლისას, არსენი იაცენიუკმა თქვა, რომ დროა, უკრაინის ხალხმა თვითონ თქვას აზრი უკრაინის ახალი კონსტიტუციის და ახალი ევროპული უკრაინის შესახებო. უკრაინის პრემიერის გამოსვლა მოჰყვა პრეზიდენტ პოროშენკოს გაფრთხილების იმ პოლიტიკოსებისადმი, რომლებიც ცდილობენ „ჩაძირონ“ მინსკის შეთანხმება და ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის შეცვლას, დაგეგმილ დეცენტრალიზაციას. პოროშენკოს თქმით, ამას შეიძლება რუსეთთან „სრულმასშტაბიანი კონფლიქტი“მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG