Accessibility links

რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს გოჩა სვანიძე


საქართველოს რაგბის კავშირს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გოჩა სვანიძე უხელმძღვანელებს. კავშირის საერთო კრებაზე, რომელიც კვირას თბილისში გაიმართა, სვანიძესთან ერთად კენჭს იყრიდა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია ზედგინიძე. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, სვანიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კრების 35-მა დელეგატმა, ხოლო ზედგინიძისას - 32-მა. რაგბის კავშირის ხელმძღვანელის პოსტზე გოჩა სვანიძე გია ნიჟარაძეს შეცვლის.

XS
SM
MD
LG