Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი იწყებს თავის პირველ ვიზიტს ევროპაში


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი 25 იანვარს იწყებს თავის პირველ, ევროპულ ტურს მას შემდეგ, რაც ბირთვული გარიგება ძალაში შევიდა. პარიზსა და რომში 5-დღიანი ვიზიტისას პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში შედიან ნავთობისა და გაზის მინისტრები და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. 25 იანვარს როჰანის დაგეგმილი აქვს შეხვედრა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯიო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დიალოგი გაიმართება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც. 28 იანვარს კი ირანის პრეზიდენტი პარიზს ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ფრანსუა ოლანდთან.

XS
SM
MD
LG