Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრი შეხვდება არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს


დღეს პრემიერ-მინისტრი შეხვდება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეების" წევრმა, მამუკა კაციტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 12:00 საათზე გაიმართება. არასაპარლამენტო ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი და მზადყოფნა მას შემდეგ გამოთქვა, რაც პრემიერმა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან შეხვედრების დაწყება დააანონსა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ სპეციალური მიმართვაც მოამზადა.

XS
SM
MD
LG