Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს დელეგაცია შეერთებულ შტატებში გაემგზავრა


თბილისის საკრებულოს დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებისა და თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის შემადგენლობით შეხვედრებს გამართავს 25-29 იანვარს აშშ-ის სამ ქალაქში - ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ატლანტაში და შეხვდება ვაშინგტონის შტატის სახელმწიფო მდივანს ლაურენ ვაუგანს, მერიის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ასევე USAID-ისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG