Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი: მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ


„შეიძლება რაღაც გავითვალისწინოთ და რაღაც არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ", - ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მზად არის, პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა გაზარდოს და დაამკვიდროსურთიერთობის გაცილებით მაღალი კულტურა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. “ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ შეგვიძლია ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან, მოვისმინოთ ერთმანეთის და მართლაც სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდანაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან მნიშვნელოვან, ასოცირების პროცესში და ქვეყანამ მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება. კერძოდ, პრემიერის ინფორმაციით, უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება სპეციალური უბნების გაუქმების შესახებ. „ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, ვიმსჯელოთ ერთად და განვიხილოთ თქვენიარგუმენტები და ასევე, მოისმინოთ არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია", - განაცხადა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG