Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა. მის დაწყებამდე ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერთან საუბრის თემაა საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზები და საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა. მამუკა კაციტაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის მიმართ არც ზედმეტად იმედიანადაა განწყობილი და არც უიმედოდ. „თუ პრემიერის და ზოგადად, კოალიციის მხრიდან იქნება სწორად დანახვა იმ პრობლემებისა, რაც შეიძლება წარმოიქმნას საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაშინ გაუმჯობესება მოხდება და შედეგი დადგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა დაემუქრება”, - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ლიდერმა მამუკა კაციტაძემ. ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. მაჟორიტარული წესის გაუქმებას არც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნები 2020 წლიდან ჩატარდება.

XS
SM
MD
LG