Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „დაასამარებს“ ისლამურ სახელმწიფოს ავღანეთში


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აცხადებს, რომ „დაასამარებს“ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“, რომლის წევრებიც ავღანეთში დაუპირისპირდნენ მთავრობის ჯარებსა და თალიბ ექსტრემისტებს. ღანიმ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისლამური სახელმწიფო არ არის „ავღანური ფენომენი“ და მისმა სისასტიკემ „ხალხთან გაუცხოება“ გამოიწვია. ღანი გამოვიდა ისლამისტ ექსტრემისტებთან რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე დაპირისპირებისაკენ მოწოდებით. ის შეეხო აგრეთვე თალიბანთან მოლაპარაკებას და აღნიშნა, რომ თუ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკება მომდევნო კვირებში არ დაიწყება, კონფლიქტი გამწვავდება, რაც გავლენას იქონიებს მთელ რეგიონზე. მან მეზობელ პაკისტანს მოუწოდა, მიმართოს ზომებს თალიბების ჯგუფებთან, რომლებიც არ თანხმდებიან მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG