Accessibility links

logo-print

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 1000-მდე ტაჯიკი იბრძვის


ტაჯიკი ოფიციალური პირების ცნობით, 1000-მდე ტაჯიკი დგას ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სირიასა და ერაყში. აქამდე ოფიციალური პირები 500-მდე ტაჯიკ მებრძოლზე საუბრობდნენ. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რამაზონ რაჰიმზოდამ 25 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, რომ სირიიდან და ერაყიდან დაბრუნდა 61 ტაჯიკი, ხოლო 148 - იქ ბრძოლის დროს დაიღუპა. უფრო ადრე ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოსთვის“ საბრძოლველად წასულ ტაჯიკებს შორის არის უნივერსიტეტის 21 სტუდენტიც. მისი თქმით, მეჩეთები და სხვა რელიგიური ინსტიტუტები მონაწილეობენ ექსტრემისტული ჯგუფებისათვის საბრძოლველად ტაჯიკების გადასაბირებლად.

XS
SM
MD
LG