Accessibility links

logo-print

ჰელმანდის პროვინციაში ცვლილებები შეაქვთ ავღანელი სამხედროების სარდლობაში


აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, გარდაქმნის პროცესშია ავღანეთის სამხედრო შენაერთები, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში თალიბებს ებრძვიან. ამერიკელი გენერალი უილსონ შოფნერი გარდაქმნით გათვალისწინებული ცვლილებების მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ავღანელი სამხედროების შენაერთები ჰელმანდში არიან, მისი თქმით, „არაკომპეტენტურობის, კორუფციისა და არაეფექტიანობის“ კომბინაცია. როგორ ამერიკელმა გენერალმა დღეს უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესს“, გამოიცვალნენ სამხედრო შენაერთების სარდლები, ისევე როგორც უფრო დაბალი რანგის მმართველები. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ამ ცვლილებებს. ბოლო თვეებში ჰელმანდის პროვინციაში ხშირია ინტენსიური შეტაკებები.

XS
SM
MD
LG