Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მზადაა ეგვიპტესთან თანამშრომლობის ნაწილობრივ აღსადგენად


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინის განცხადებით, მოსკოვი მზად არის ეგვიპტესთან ურთიერთობა აღადგინოს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. ნარიშკინი, მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ ამ კვირაში ეგვიპტეში ვიზიტისას მოლაპარაკებას გამართავს ორ ქვეყანას შორის ავიარეისების განახლების საკითხზე. რუსეთმა ეგვიპტეში, რომლის კურორტებზეც წლების განმავლობაში მრავალი რუსი ტურისტი ჩადიოდა, სამოქალაქო ფრენა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 2015 წლის 31 ოქტომბერს აფეთქების შედეგად კატასტროფა განიცადა რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავმა. ავიაკატასტროფამ, რომელიც სინის ნახევარკუნძულზე მოხდა, 224-ვე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები შეიწირა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG