Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესაში დაარსდა ისააკ ბაბელის სახელობის ლიტერატურული პრემია


უკრაინის ქალაქ ოდესაში დაარსდა ისააკ ბაბელის სახელობის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, რომელიც განკუთვნილია რუსულ ენაზე დაწერილი საუკეთესო მოთხრობისათვის. პრემიის დამაარსებლებად სახელდებიან ოდესის ოლქის ადმინისტრაცია მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და ოდესელთა მსოფლიო კლუბი, რომლის თავმჯდომარეც არის მიხაილ ჟვანეცკი. ინიციატორების განმარტებით, მწერლ ისააკ ბაბელის პრემიით გამიზნულია „ოდესის, როგორც ღრმა კულტურული ტრადიციების მქონე, მოედრნიზაციისა და ახალი მენტალობის შეძენის უნარიანი ქალაქის საერთაშორისო სტატუსის მხარდაჭერა და განმტკიცება“. ახალი პრემიით დაჯილდოვების პირველი ცერემონია გაიმართება წელს 13 ივლისს, ბაბელის დაბადების დღეს. ბაბელი 1894 წელს დაიბადა ოდესაში.

XS
SM
MD
LG