Accessibility links

ევროსაბჭოს დელეგაცია შეისწავლის ყირიმში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი აცხადებს, რომ აგზავნის დელეგაციას ყირიმში, რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარების შესასწავლად. როგორც იაგლანდი აღნიშნავს 25 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ყირიმში ცხოვრობს 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი, მათზეც ვრცელდება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და მათ უნდა შეეძლოთ ამ კონვენციით სარგებლობა. თუმცა, იაგლანდი აღნიშნავს აგრეთვე, რომ წელიწადზე მეტია, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მისცემია ნახევარკუნძულზე თავის დელეგაციის გაგზავნის შესაძლებლობა. ევროსაბჭოს წარმომადგენლები დამოუკიდებლად იმოქმედებენ და არ განიხილავენ ყირიმის ტერიტორიულ სტატუსთან დაკავშირებულ არც ერთ საკითხს., რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია რეფერენდუმის საფუძველზე, რომელსაც დასავლეთში უკანონოდ მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG