Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა დღეს საინაუგურაციო სიტყვაში გამოთქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტები, ევროპის კონტინენტზე სხვა მოუგვარებელ კონფლიქტებთან ერთად, საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. აგრამუნტი ესპანეთის წარმომადგენელია და ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა ლუქსემბურგელი ან ბრასერი. მან ევროპის მთავარი გამოწვევებად დაასახელა ტერორიზმი, მიგრანტთა კრიზისი, მოუგვარებელი კონფლიქტები და როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოპულიზმის გაძლიერება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ერთი წლით ირჩევენ, მისი ხელახლა არჩევა კიდევ ერთხელ არის შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG