Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

29 იანვარს დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკება სირიის შესახებ


სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც 25 იანვარს ჟენევაში უნდა დაწყებულიყო, 29 იანვრისათვის გადაიდო. ამის შესახებ აცხადებს გაეროს წარმომადგენელი სირიის საკითხებში, სტაფან დე მისტურა. სამშვიდობო მოლაპარაკების გადადების მიზეზად ასახელებენ სირიის მმართველი რეჟიმის მხარდამჭერ რუსეთთან და ირანთან უთანხმოებას იმის შესახებ, თუ სირიელი ოპოზიციონერების რომელ ჯგუფებს უნდა მიეცეს შეხვედრაში მონაწილეობის უფლება. დე მისტურას განმარტებით, მოლაპარაკება დაიწყება ფართომასშტაბიანი ზავისა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის შესაძლებლობის განხილვით, ვიდრე დაიწყებოდეს მსჯელობა მმართველობის, საკონსტიტუციო რეფორმისა და სირიაში მომავალი არჩევნების საკითხებზე. დე მისტურა ვარაუდობს, რომ მოლაპარაკების პირველი ეტაპი ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG