Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერუნში ოთხმა თვითმკვლელმა სულ მცირე 28 კაცი დახოცა


კამერუნის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 28 ადამიანი მოკვდა და 65 დაიჭრა ოთხი თვითმკვლელი მოიერიშის განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ტერაქტი 25 იანვარს ნიგერიის საზღვართან მდებარე კამერუნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბოდოში მოხდა. ორმა თვითმკვლელმა თავი ქალაქის ხალხმრავალ ბაზარში აიფეთქა, დანარჩენმა ორმა - ქალაქის სხვა ადგილებში. ხელისუფლების ინფორმაციიდან თავდამსხმელები კამერუნში ნიგერიიდან ჩავიდნენ და, სავარაუდოდ, ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ სახელით მოქმედებდნენ.

XS
SM
MD
LG