Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურიისა და აჭარის რეგიონებში ელექტროენერგია არ მიეწოდება 10 000-მდე აბონენტს


დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების შესასწავლად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის და გურიის რეგიონებში გაგზავნა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი ამაშუკელი. მისი ინფორმაციით,ამ დროისთვის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ელექტროენერგია არ მიეწოდება 10 000-მდე აბონენტს. გიორგი ამაშუკელის ცნობითვე, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად კომპანია „ენერგო პროს“ ტექნიკური სამსახური მუშაობას გასული ღამიდან განაგრძობს და ენერგომომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა აჭარისა და გურიის რეგიონებში. სამინისტროს ცნობითვე, აჭარის მიმართულებით აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სხვა სახის ავტომობილებს კი მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით შეუძლიათ იმოძრაონ ბობოყვათიდან ქალაქ ბათუმის შესასვლელამდე. აჭარის და გურიის რეგიონების ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევს.

XS
SM
MD
LG