Accessibility links

logo-print

ლავროვი: „ისლამური სახელმწიფო“ საწვრთნელად იყენებს პანკისის ხეობას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესის წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ საქართვლოს ტერიტორიას, „პანკისის ხეობას“ იყენებს საწვრთნელად. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოახერხა სირიის და ერაყის დიდი ტერიტორიების დაკავება. მის მიმართ სამხედრო-საავიაციო ოპერაციას ახორციელებს დასავლური კოალიცია აშშ-ის მეთაურობით. სხვათა შორის, სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს რუსეთის ავიაციაც.

XS
SM
MD
LG