Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ ებანოიძის შეფასებით, უახლოეს ხანში ლარის კურსი სტაბილური უნდა გახდეს


საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის შეფასებით, ლარმა მთავარი დარტყმა უკვე მიიღო და უახლოეს ხანში კურსი სტაბილური უნდა გახდეს. „ჩვენ მთავარი დარტყმა გავიარეთ და მილიარდ 200 მილიონის დანაკარგი იყო, რაც კურსზე აისახა. ვფიქრობ, რომ ეს გავლენა უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის და კურსის სტაბილიზაცია უნდა გამოიწვიოს, რადგან არანაირი ფაქტორები აღარ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნოდარ ებანოიძემ. მისივე თქმით, შეუძლებელია ლარის კურსზე გავლენა არ მოეხდინა საგარეო ფაქტორებს, თუმცა შიდა მოლოდინმა უარყოფითი როლი ითამაშა და ეს მოლოდინი უნდა გაქრეს. ნოდარ ებანოიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობენ და "შოკი დაიძლევა".

XS
SM
MD
LG