Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი დასავლეთს არ მისცემს უფლებას, დასაჯოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ მისცემს უფლებას დასავლეთს, დასაჯოს ის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების გამო. ეს ლავროვმა განაცხადა თავის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე 26 იანვარს. ამის მცდელობა უკვე იყო, თქვა ლავროვმა, მიეღწიათ ცალმხრივი სარგებლისთვის და თვით დავესაჯეთ კიდეც დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკისთვის. მზად ვართ, თქვა ლავროვმა, დასავლეთთან, ევროპასთან და აშშ-თან, თანამშროლობისთვის, მაგრამ თანამშრომლობა უნდა დაეფუძნოს თანასწორობას, ორმხრივ სარგებელს და ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობას, თქვა ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, აშშ-ის ანტისარაკეტო ფარის განთავსება და ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრების მახლობლად დესტაბილიზაციის მომტანი და ახლომხედველურია. სირიაში ვითარებაზე ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის მოქმედებამ ის საგრძნობლად შეცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესის წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ საქართვლოს ტერიტორიას, „პანკისის ხეობას“ იყენებს საწვრთნელად. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოახერხა სირიის და ერაყის დიდი ტერიტორიების დაკავება. მის მიმართ სამხედრო-საავიაციო ოპერაციას ახორციელებს დასავლური კოალიცია აშშ-ის მეთაურობით. სხვათა შორის, სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავსსექტემბრის შემდეგ რუსეთის ავიაციაც, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა. 25 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. უკრაინის შესახებ ლავროვმა თქვა, რომ კიევი, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, არასანდოა ევროპაში რუსეთის გაზის ტრანსპორტირებისთვის..

XS
SM
MD
LG