Accessibility links

ბოლო ათ წელიწადში ირანში სიკვდილით დასაჯეს 73 არასრულწლოვანი


„ამნესტი ინტერნეშნლმა“ თავის ახალ ანგარიშში გააკრიტიკა ირანი იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არასრულწლოვანები დასაჯეს სიკვდილით. ცნობით, ბოლო ათ წელიწადში ისლამურ რესპუბლიკაში სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის მკვლელობის, გაუპატიურების, ნარკოტიკების მოხმარების, გამო, 73 არასრულწლოვანი დაისაჯა სიკვდილით. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამართლებრივი სისტემაში მათ რეფორმები გაატარეს და არასრულწლოვანებს სიკვდილით აღარ სჯიან.„ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელი ირანის საკითხებში, ელის აუერბაკი აცხადებს, რომ ისინი აღარ სჯიან სიკვდილით არასრულწლოვანებს იმიტომ, რომ ელოდებიან, სანამ ბრალდებული 18-ისა გახდება.110-გვერდიანი ანგარიში გამოქვეყნდა, როცა ირანის იზოლაციიდან გამოსდის ბირთვულ სფეროში მიღწეული შეთანხმების შემდეგ.

XS
SM
MD
LG