Accessibility links

სირიის ქალაქ ჰომსში ორმა აფეთქებამ 22 ადამიანი იმსხვერპლა


ორი აფეთქება მოხდა სირიის ქალაქ ჰომსში, რომელსაც სირიის მთავრობა აკონტროლებს. სირიის ტელევიზიის ცნობით, დაიღუპა 22 და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი. ჰოლმსის მერის თქმით, პირველი აფეთქება, რომელიც გამშვებ პუნქტზე მოხდა, მანქანაში ჩადებულმა ბომბმა გამოიწვია. ამას მოჰყვა თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქება. ლიბანის ტელეარხმა, „ალ მაიადიინმა“გადასცა კადრები, სადაც ჩანს აფეთქების შედეგად დაზიანებული მიმდებარე მაღაზიები და ბინები. ჰომსი სირიის სიდიდით მესამე ქალაქია, რომელშიც დაიწყო ანტისამთავრობო ამბოხება 2012 წელს, მაგრამ მთავრობის ჯარმა შეძლო ქალაქიდან შეიარაღებული პირების განდევნა.

XS
SM
MD
LG