Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი უარყოფს ლავროვის განცხადებას


საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ საქართველოში, პანკისის ხეობაში, "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტული არმია მებრძოლებს წვრთნის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარგზავნილმა, ზურაბ აბაშიძემ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ლავროვის ნათქვამი „ტენდეციურია“. ლავროვმა 26 იანვარს განაცხადა, რომ კრემლს აქვს ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში წვრთნას გადიან, ისვენებენ და დამატებით რესურსს იღებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები. აბაშიძის თანახმად, პანკისიდან სირიაში წავიდა 30 პირი და შეუერთდა „ისლამურ სახელმწიფოს“, და მათ სასჯელი ელით, როცა საქართველოში დაბრუნდებიან. დღესვე პრემიერმა გიორგი კვირაკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სრულად აკონტროლებს ვითარებას პანკისის ხეობაში.

XS
SM
MD
LG