Accessibility links

logo-print

რომის პაპმა პირადი საუბარი გამართა ირანის პრეზიდენთან


იტალიაში სახელმწიფო ვიზიტად მყოფი ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ვატიკანში შეხვდა და პირადი საუბარი გამართა რომის პაპ ფრანცისკესთან. იტყობინებიან, რომ როჰანიმ ფრანცისკეს სთხოვა, ჩემთვის ილოცეო. ირანის პრეზიდენტმა რომის პაპს საჩუქრად მიართვა სპარსული, შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმში ხელით მოქსოვილი ხალიჩა. როჰანიმ პაპისგან მიიღო წმინდა მარტინის მედალი, რომელზეც გამოსახულია, როგორ აძლევს მარტინი თავის მოსასხამს უქონელ კაცს, რაც, პაპის თანახმად, ძმობის სიმბოლოა. იტალიაში სახელმწიფო ვიზიტად მყოფმა როჰანიმ ხელი მოაწერა დოკუმენტებს, რომელთა საფინანსო მოცულობა 17 მილიარდ ევროს უდრის. მანამდე, იტალიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მან თქვა, რომ ირანი ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანაა მთელ რეგიონში. ეს როჰანის პირველი ვიზიტია ევროპაში ამ რანგში, და ის ირანის პირველი პრეზიდენტია ბოლო 16 წელიწადში, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყანას სტუმრობს. როჰანი 27 იანვარს პარიზს ესტუმრება ორდღიან ვიზიტად.

XS
SM
MD
LG