Accessibility links

ლარის გაუფასურების მიზეზად მეზობელი ქვეყნების ვალუტების ვარდნას მიიჩნევენ


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ლარის გაუფასურებას უკავშირებს „უარყოფით მოლოდინებს, რომლებიც გაჩნდა მეზობელი ქვეყნების ვალუტის კურსების ვარდნის გამო“. მისივე განმარტებით, ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს საქართველოში შემავალი ან გამავალი უცხოური ვალუტა. დოლართან მიმართებით ლარის გაიაფებას გარე ფაქტორებს უკავშირებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც. მისი თქმით, შეუძლებელია მეზობელი ქვეყნების ვალუტების ვარდნა საქართველოზეც არ ასახულიყო. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ფასი 2,5 ლარს მიუახლოვდა, ხოლო კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარი 2.5 ლარზე მეტი ღირს.

XS
SM
MD
LG