Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი: აშშ-ზე არის დამოკიდებული ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესება


ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებით, აშშ-თან ირანის ურთიერთობის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ ვაშინგტონზეა დამოკიდებული, შეცვლის თუ არა თეირანის მიმართ „მტრულ“ პოზიციას. ამ შინაარსის განცხადება როჰანიმ 27 იანვარ, რომში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. როჰანი არის ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში ირანის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ევროპას ეწვია სახელმწიფო ვიზიტით. ის ცდილობს ინვესტიციების მიზიდვას მას შემდეგ, რაც 16 იანვარს გაუქმდა ირანისათვის დაწესებული სანქციები ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. როჰანი დღესვე მიემგზავრება პარიზში და ხვალ შეხვდება ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდს.

XS
SM
MD
LG