Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი": 2015 წ. ბოლო ათწლეულში ყველაზე უარესი იყო თავისუფლების მხრივ


ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, 2015 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე უარესი იყო მსოფლიოში თავისუფლების კუთხით. "ფრიდომ ჰაუსი" 27 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ რუსეთი, ჩინეთი, სხვა ავტორიტარული რეჟიმები ოპონენტებს სდევნიან „სოციალური უკმაყოფილების შიშით“. "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, საქართველო წინა წლების მსგავსად ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება. ორგანიზაციას შეფასებული აქვს ვითარება ე.წ. სადავო ტერიტორიებზეც, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, აფხაზეთი ნახევრად თავისუფალია, სამხრეთი ოსეთი კი არათავისუფალთა კატეგორიაშია. ანგარიშში მწვავე კრიტიკა არის მიმართული ბელორუსიის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ირანის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG