Accessibility links

logo-print

"ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვითარების შესახებ


უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" შეფასებით, ტერორიზმით, კონფლიქტებითა და მასობრივი მიგრაციით გამოწვეული შიში ხელს უწყობს ადამიანის უფლებების კუთხით მსოფლიოში მდგომარეობის სულ უფრო დამძიმებას. "ჰიუმან რაიტს უოჩის" 650-გვერდიან ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარება მსოფლიოს 90 ქვეყანაში.საქართველოს შესახებ ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვითარება 2015 წელს არაერთგვაროვანი იყო. წინა ხელისუფლების წევრთა გასამართლების შემთხვევები უკავშირდება შეკითხვას მოტივის შესახებ: მათ ასამართლებენ მართლაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ საქმე ეხება შერჩევით სამართალს და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას? "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ კვლავ გრძელდებოდა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან წამება და არაადამიანური მოპყრობა და ბევრ შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენებს პასუხი არ უგიათ.

XS
SM
MD
LG