Accessibility links

logo-print

ლიტვაში ასამართლებენ 1991 წლის 13 იანვარს დემონსტრაციის დარბევის მონაწილეებს


ვილნიუსში დაიწყო ლიტვის დამოუკიდებლობის მომხრეთა წინააღმდეგ 1991 წელს საბჭოთა რეჟიმის რეპრესიებში მონაწილეთა სასამართლო პროცესი. 27 იანვარს ვილნიუსში სასამართლოს წინაშე წარდგა ორი ბრალდებული - რუსეთის მოქალაქეები გენადი ივანოვი და იური მელი. მაგრამ პროცესი მალევე გადაიდო ერთ-ერთი დამცველის ავადმყოფობის გამო. 2015 წლის აგვისტოში ლიტვამ რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის სულ 66 მოქალაქეს წაუყენა სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ბრალდებები. 1991 წლის 13 ივლისს 13 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაიჭრა ვილნიუსში, ტელევიზიის შენობაში საბჭოთა ჯარისკაცების შეჭრისას. ერთი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG